Rus. Гантингтона хореяGk. choreia – ცეკვა (Huntington G.S., 1872) მემკვიდრეობითი დაავადება. აღწერილია 100 შემთხვევა 12 ოჯახში, რომლებიც ორი ძმის შთამომავლები არიან. პირველად აღწერა ჰანტინგტონმა (Vessie R.P., 1932). მიეკუთვნება პრესენილური დემენციების ჯგუფს. დაავადების დასაწყისი – 30-40 წლის ასაკში; აღწერილია იუვენილური ფორმები, რომლის დროსაც დაავადების პირველი ნიშნები გამოვლინდა გაცილებით ადრე, ზოგჯერ 10 წლამდე, და მოგვიანებითი ფორმები, 60 წლის ასაკის შემდეგ. გამოწვეულია პროგრესული ატროფიული პროცესით დიდ ტვინში. განსაკუთრებით ზოლიან სხეულში, ნაკლებად - ქერქში. დამახასიათებელია ქორეისეული ჰიპერკინეზები, რომლებიც ძლიერდება ნერვიულობის, საუბრის დროს. აგრეთვე ფსევდოაფექტური რეაქციები ნებითი მოძრაობების შესრულებისას. კუნთთა ძალის დაქვეითება. ქუთუთოების ფტოზი, მეტყველების დარღვევა. ფსიქიკის მხრივ - მეხსიერების და ყურადღების შესუსტება, რაც იწვევს აგრესიულ და ანტისოციალურ ქცევებს. შესაძლებელია ფსიქოზური (ჰალუცინაციურ-პარანოიდული) სიმპტომატიკა. დემენცია. მემკვიდრეობის ტიპი — ავტოსომურ-დომინანტური. ხშირად ავადდებიან მამაკაცები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.