ფსიქოზები, განვითარებული თავის ტვინის შეშუპებასთან დაკავშირებით. (ქალა-ტვინის ტრავმა, ინსოლაცია, ჩამოხრჩობა). მიმდინარეობს მწვავე ეგზოგენური ტიპის რეაქციების სახით, სიმპტომატიკა მრავალფეროვანია - ეიფორია აწეული აქტივობით, დეპრესია, მანიაფორმული მდგომარეობები, პარანოიდები. ჰალუცინოზები, ონეიროიდული სურათები. ხშირია კონფაბულაციები, მეგალომანიური წარმოდგენები. Faust C., 1955
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.