A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტოდ ტოკ ტოლ ტომ ტონ ტოპ ტორ ტოტ ტოქ

ტოქსიკომანია გამოწვეული ანალგეზიური პრეპარატებით

Rus. токсикомания вызванная аналгетиками
ანალგეზიური პრეპარატები ხშირად ინიშნება სამედიცინო დანიშნულებით ტკივილით მიმდინარე დაავადებების დროს. მრავალი ანალგეზიური აწეული გუნება-განწყობით, მოსულელო საქციელით, მოძრაობითი აქტივობით, მრავალსიტყვიანობით (Дунаевский В.В., Стежкин В.Д., 1991). პრეპარატების ამ ჯგუფიდან ფენაცეტინს გააჩნია ყველაზე მეტი ტოქსიკურობა. ითვლება, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ პრეპარატის 1 გ. ყოველდღიური მიღება იწვევს მავნე გავლენას მთელ ორგანიზმზე. ინტოქსიკაციის ფსიქიკური შედეგებია აფექტური ლაბილობა, ჭირვეულობა, გუნება-განწყობის მერყეობა (პრეპარატის მიღების მიხედვით) მოსულელო მხიარული საქციელიდან პირქუშ გუნება-განწყობამდე. მრავალი წლის განმავლობაში ფორმირდება ისეთი პიროვნული ცვლილებები (სულიერი დაცარიელება, ეგოცენტრიზმი, მიდრეკილება ასოციაციური ქცევებისადმი), როგორც სხვა ტოქსიკომანიების დროს. აბსტინენციის მდგომარეობა მიმდინარეობს მძიმე სომატური დარღვევებით და ფსიქიკური აშლილობით: შფოთვა, ძილის დარღვევა, ჰიპერესთეზია, ძლიერი თავის ტკივილი, დიარეის და ყაბზობის მონაცვლეობა. ზოგჯერ შესაძლებელია განვითარდეს კრუნჩხვითი გულყრები. შორს წასულ შემთხვევებში აღინიშნება პიროვნული ცვლილებები, ინტელექტუალურ-მნესტიკური დარღვევები. სომატური გართულებებიდან ხშირი და ტიპურია ჰიპერქრომული ანემია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, პიელონეფრიტი, „ფენაცეტინისეული ციროზული თირკმელი“, კანზე გამონაყარი. ნევრალგიური სტატუსის მხრივ აღსანიშნავია ხელის მტევნების კანკალი, ატაქსიური სიარული, არტიკულაციის დარღვევა. დამახასიათებელია: ხმაურის აუტანლობა, გამღიზიანებლობა, ხშირი თავის ტკივილი (რაც განპირობებულია განვითარებადი ურემიით), მიდრეკილება კოლაფსებისადმი, ეპილეფსიფორმული გულყრებისადმი. ავადმყოფები იღუპებიან ურემიით. დამახასიათებელია ავადმყოფის გარეგნობა: ძლიერი სიგამხდრე მადის დაქვეითების და დისპეფსიური დარღვევების ხარჯზე, მომწვანო-მორუხო ფერის კანი, ქლოაზმები შუბლზე, აპათიური ან პირქუში სახის გამომეტყველება. ტოქსიკომანიის მიმდინარეობა არაკეთილსაიმედოა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა თან ახლავს სხვა პრეპარატების (საძილეები, ტრანკვილიზატორები, ანტიჰისტამინური საშუალებები) სისტემატური მიღება. ეს შემთხვევები, ისევე როგორც პოლიტოქსიკომანიები, განაპირობებს მზარდ შეუქცევად პიროვნულ ცვლილებებს ინტელექტუალურ-მნესტიკური ფუნქციების დაქვეითებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9