A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

მ. მა მგ მდ მე მზ მი მკ მნ მო მრ მს მუ მც მძ მწ
მრი

მრისხანება

Rus. гнев
მძაფრი აფექტის მდგომარეობა, მწვავედ აღმოცენდება და სწრაფად გაივლის. ხშირად მიმდინარეობს მოძრაობითი აგზნებით და აგრესიულ-დამანგრეველი ტენდენციებით. დამახასაითებელია ვეგეტატიური რეაქციები: სახის გაწითლება და გაფითრება, ტაქიკარდია, თავის ტკივილი (ხშირად მრისხანების შეტევის შემდეგ). მ-ის რეაქციები აღენიშნებათ როგორც ფსიქიკურად ჯანმრთელ პირებს (ჩვეულებრივ იგი მიმდინარეობს გამომწვევ მიზეზთან შედარებით ადეკვატურად და ძირითადად კონტროლირდება), ასევე ფსიქიკური დაავადებების დროს – ნევროზების დროს. ფსიქოპათიურ პირებში, თავის ტვინის ორგანული დაზიანებისას (ცერებრული ათეროსკლეროზი, პოსტტრავმული ენცეფალოპათია, ეპილეფსია და სხვ.). პათოლოგიურ ნიადაგზე აღმოცენებული მ-ის რეაქციები გამოირჩევა მათი გამომწვევი ფსიქოგენური ფაქტორის და მათი გამოხატულების ხარისხის შეუსაბამობით. მრისხანების მანიის დროს მ-ის მდგომარეობა ხანგრძლივია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9