A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიზოფრენია

Rus. шизофрения
Gk. schizo - გახლეჩა, დაყოფა, phrēn - გონება
ენდოგენური, პროგრედიენტული ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება ფსიქიკური ფუნქციების დისოციაციით, მიმდინარეობს ფსიქიკური დეფექტის აუცილებელი განვითარებით ემოციურ–ნებით სფეროში და სხვადასხვაგვარი პროდუქტიული ფსიქოპათოლოგიური ცვლილებებით (ბოდვა, ჰალუცინაცია, აფექტური აშლილობები, კატატონიური სიმპტომები და სხვ.), შ-ის კლინიკურ სურათში გამოყოფენ ძირითადი, ობლიგატური სიმპტომების ტრიადას - აუტიზმი, გახლეჩა და ემოციური სიჩლუნგე. განურჩევლობა. დაავადების სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან „გახლეჩა“. ეს უკანასკნელი ვლინდება შ-ული დისოციაციისთვის დამახასიათებელი ფსიქიკურ ფუნქციათა დისკორდანტობით. ავადობა ხშირია ახალგაზრდა ასაკში (35 წლამდე, ხშირად 20-29 წლის ასაკში). არსებობს მონაცემები გენეტიკური ფაქტორების ეტიოლოგიური როლის შესახებ, რომლებიც მიღებულია როგორც კლინიკური, ასევე სპეციალური გამოკვლევების (ტყუპების კონკორდანტობის შესწავლა, „აყვანილი ბავშვების სტრატეგია“ და სხვ.) საფუძველზე. შიზოფრენიული ფსიქოზების გადაცემის მემკვიდრეობის ტიპი არ არის გარკვეული; არსებობს მოსაზრება. რომ შ-ის სხვადასხვა კლინიკური ფორმები გენეტიკურად განსხვავდება ერთმანეთისგან მემკვიდრეობითი ფაქტორების დისკრეტული რიგის სხვადასხვა კონსტელაციებით, რომელთა უნიკალური კომბინაცია ქმნის დაავადების კლინიკური სურათის და მისი სხვადასხვა ფორმის მიმდინარეობის თავისებურებებს (Вартантя М.Е. 1983)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9