A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტოდ ტოკ ტოლ ტომ ტონ ტოპ ტორ ტოტ ტოქ

ტოქსიკომანია გამოწვეული ანტიჰისტამინური პრეპარატებით

Rus. токсикомания (злоупотребление) вызванная антигистаминными средствами
ანტიჰისტამინური პრეპარატებიდან ყველაზე ხშირად სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება დიმედროლი და დიპრაზინი (პიპოლფენი) ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ; მათ აგრეთვე გააჩნია სუსტი სედაციური და საძილე მოქმედება. ამ თვისებებს უკავშირდება აღნიშნული პრეპარატების ბოროტად გამოყენება. ტოქსიკომანიის დროს თრობის კლინიკური სურათი ანალოგიურია ტრანკვილიზატორების ბოროტად გამოყენების თრობის კლასიკური სურათისა. ანტიჰისტამინური პრეპარატების ბოროტად გამოყენების შედეგები უფრო მძიმეა, ვიდრე ტრანკვილიზატორების ბოროტად გამოყენებისა. აღწერილია დელირიული ფსიქოზები, ფსიქოორგანული სინდრომის აღმოცენების შესაძლებლობა (Дунаевский В.В., Стяжкин В.Д., 1991).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9