A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნაა ნათ ნაი ნან ნარ ნას ნაძ ნაჯ

ნარკომანია გამოწვეული ჰალუცინოგენებით - გვერდითი მოვლენები

Rus. наркомания вызванная галлюциногенами побочные явления
ჰალუცინოგენების მოხმარებისას ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ე.წ. „ცუდი ექსკურსი“ („bad trip“). რომელიც ვითარდება როგორც მწვავე პანიკური რეაქცია შესაბამისი ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკით. გრძელდება 8-12 სთ და მთავრდება პრეპარატის მოქმედებასთან ერთად. მიმდინარეობს ძირითადად უსიამოვნო აფექტური რეაქციებით. გარდა აღნიშნულისა, ადგილი აქვს ფსიქოზურ გამოვლინებებს. მიმდინარეობს ძირითადად ოთხი სახით: ჰალუცინოგენური ჰალუცინოზი, ბოდვითი აშლილობა, გუნება-განწყობის აშლა და ჰალუცინაციების შემდგომი აღქმის აშლა. ჰალუცინოგენური ჰალუცინოზი ჩვეულებრივ იწვევს: გუგების გაფართოებას, ტაქიკარდიას, ოფლიანობას, მხედველობის დაბურვას, ტრემორს, დისკოორდინაციას. შფოთვიანობას ან დეპრესიას, დამოკიდებულების იდეების და პარანოიდული იდეების წარმოშობას, შიშს, რომ „შეიშლება“, კრიტიკის დაქვეითებას. აღქმის პათოლოგია ილუზიების, ჰალუცინაციების, სენესტოპათიების და სინესთეზიების სახით ვითარდება ფხიზელ მდგომარეობაში. გამოხატულია აღქმის განსაკუთრებული გაძლიერება და დეპერსონალიზაციური სინდრომი. ბოდვითი მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში ზემოთ მოყვანილ სომატურ-ნევროლოგიურ ცვლილებებს თან ერთვის დევნისა და ზემოქმედების ბოდვითი იდეები. ბუნება-განწყობის ცვლილებები იწყება ჰალუცინოგენების მოხმარების დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ. გამოხატულია დისფორიებისა და დეპრესიების სახით და წყდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებიდან 24 სთ-ის შემდეგ. რაც შეეხება ჰალუცინაციების შემდგომ აღქმის აშლას, იგი ვითარდება ჰალუცინოგენის მოხმარების შეწყვეტის შემდგომ პერიოდში და ვლინდება გეომეტრიული ფიგურების ჰალუცინაციების, მხედველობის პერიფერიულ ველში წარმოშობილი ფერადი აფეთქებების, ფერების განსაკუთრებული აღქმის, მოძრავი ობიექტების კვალის, შარავანდედის, მაკრო- და მიკროფსიების სახით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9