A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნაა ნათ ნაი ნან ნარ ნას ნაძ ნაჯ

ნარკოტიკული თრობის ეიფორია

Rus. эйфория наркотического опьянения
ნარკოტიკული თრობის დროს იცვლება ემოციური მდგომარეობა, რაც ვლინდება ეიფორიით. მატულობს როგორც ემოციური ფონი, ასევე იცვლება ფსიქიკური და სომატური შეგრძნებები. სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება იწვევს სხვადასხვა სახის ეიფორიულ მდგომარეობას, რომელთა სტრუქტურაშიც არჩევენ აღქმის, აზროვნების და ცნობიერების დარღვევებსა და ცვლილებებს. მაგ., მორფინის (ოპიუმის) ეიფორია შედგება სომატური სიტკბოების, ემოციური სიმშვიდის და განცხრომისგან. სტიმულაციური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას ეიფორია გამოიხატება ინტელექტუალური „აწევით“ და „გასხივოსნებით“. სიხარულის და განცხრომის გრძნობა მეორეულია და განპირობებულია აზროვნებით სფეროში ცვლილებებით. გამოხატულია აჟიტაცია, ჰიპერრეაქტიულობა. ფსიქოდელიური პრეპარატებით, ლიზერგინის მჟავათი ან ჰაშიშით გამოწვეული ეიფორია უფრო ინტელექტუალურია, ვიდრე სომატური. შეცვლილი ცნობიერების ფონზე აღქმის დარღვევა ვლინდება რეალობის მისტიკურ-ფანტასტიკური აღქმით. განსაკუთრებით ხატოვანია აღქმა და ინტელექტუალურია სიამოვნება აიროვანი ცხიმგამხსნელი ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული ეიფორიული მდგომარეობის დროს. შედარებით უფრო მარტივია ეიფორიის სტრუქტურა ბარბიტურატების გამოყენებისას. აქ ადგილი აქვს უფრო პირველად ემოციურ ცვლილებებს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9