A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნაა ნათ ნაი ნან ნარ ნას ნაძ ნაჯ

ნარკოტიკული თრობის სურათის შეცვლა

Rus. изменение картины опьянения при при наркомании
სიმპტომი ფორმირდება ნარკოტიკული საშუალების სისტემატური მოხმარების, მაღალი ტოლერანტობის და დაცვითი რეაქციების გაქრობის შემდეგ. იგი უმეტესად გამოვლინდება ნარკოტიკული საშუალების ეიფორიული თვისების შეცვლით, მისი ბუნების პარადოქსული და სომატურ-ვეგეტატიური ეფექტების ცვლილებებით. მაგ., მორფინი დამთრგუნველი მოქმედების ნაცვლად იძლევა ზოგადი ფსიქოფიზიკური და სულიერი „აღმავლობის“ შეგრძნებას (Сербский В.И. 1912). სედაციური ნარკოტიკული საშუალებების ეფექტი კლებულობს და იცვლება სტიმულაციური ეფექტით. ბარბიტურატებით და ოპიოიდებით თრობის დროს საწყის ეტაპებზე თუ გამოხატულია მოტორული მოდუნება, შეკავება, შემდგომში ადგილი აქვს გააქტიურებას, მოძრაობების გახშირებას, აგზნებადობას. იცვლება მნესტიკური ფუნქციები სედაციური და ფსიქოდელიური პრეპარატების გამოყენებისას. დაავადების გაღრმავებასთან ერთად თავს იჩენს პალიმფსესტები, ხოლო ბარბიტურომანიის დროს – გამოხატული ამნეზიური მდგომარეობები, სტიმულატორები აღარ იწვევს ტაქიკარდიას, კოდეინი აღარ მოქმედებს ხველების ცენტრზე, ოპიუმის პრეპარატები ადარ იწვევს კუჭ-ნაწლავის და შარდ-სასქესო სისტემებში სპეციფიკურ ცვლილებებს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9