A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნაა ნათ ნაი ნან ნარ ნას ნაძ ნაჯ

ნარკოტიკული საშუალება

Rus. наркотическое средство
ნივთიერება, გარდამავალი ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, სამკურნალწამლო ან ქიმიური დანიშნულების, ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის, რომელსაც ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. ნ.ს-ის სტატუსის მისანიჭებლად ნივთიერება უნდა აკმაყოფილებდეს 2 კრიტერიუმს: პირველი – სამედიცინო, უნდა ახდენდეს მოქმედებას ცნს-ზე, რის გამოც მოიხმარება არასამედიცინო მიზნითაც; მეორე – სოციალური, ამ ნივთიერების არასამედიცინო მიზნით მოხმარების მასობრიობა. ამ კრიტერიუმების არსებობისას ნარკოტიკულ ნივთიერებებს მიენიჭება მესამე – იურიდიული კრიტერიუმი ანუ შეიტანება ნარკოტიკული ნივთიერებების სიაში როგორც ნ.ს.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9