A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტოდ ტოკ ტოლ ტომ ტონ ტოპ ტორ ტოტ ტოქ

ტოქსიკომანია გამოწვეული არანარკოტიკული საძილეებით

Rus. токсикомания вызванная ненаркотическими снотворными средствами
აღნიშნული ჯგუფის ნივთიერებები აერთიანებს ორ ქვეჯგუფს:
1. ბარბიტური მჟავას წარმოებულები ზოგიერთი მათგანი მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებებს და მათი მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება განიხილება როგორც ნარკომანია გამოწვეული ბარბიტურატებით და 2. არაბარბიტურატული რიგის ნივთიერებები, რომელტაც გააჩნია საძლიე მოქმედება. ამ ქვეჯგუფის ზოგიერთი პრეპარატი შეტანილია ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში 1971 წლის კონვენციის (ფსიქოტროპული პრეპარატების შესახებ) თანახმად. ტოქსიკომანიის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს მათი სამედიცინო და არასამედიცინო მიზნით მოხმარება. პირველ შემთხვევაში საძილეებს ღებულობენ სამედიცინო დანიშნულებით სომატურ-ნევროლოგიური დაავადებების, ნევროზული აშლილობების გამო ან აფექტურად გაუწონასწორებელი ფსიქოპათიები. მათთვის დამახასიათებელია პათოლოგიურ ფენომენთა ატიპური, ნელი ფორმირება. არასამედიცინო მიზნით საძილეების მოხმარებისას განვიტარებული დამოკიდებულების სინდრომისა. დაავადების ფორმირება მიმდინარეობს სწრაფად და ძირითადად დამოკიდებულია მოხმარებული პრეპარატების დოზებზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9