A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნაა ნათ ნაი ნან ნარ ნას ნაძ ნაჯ

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის მონაწილენი

Rus. участники незаконного оборота наркотических средств
ბითუმად გაესაღებლები - ნარკოტიკული საშუალებების დიდი პარტიების შემსყიდველი და გამსაღებელი პირები. ხშირად კონტროლს უწევენ ნარკოტიკული საშუალებების გადაზიდვას და გადამყიდველებისათვის გადაცემას. ისინი შეადგენენ დამნაშავეთა ჯგუფებს. თვითონ, როგორც წესი, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები არ არიან; გადამზიდველები – პირები, რომლებიც სხვადასხვა საშუალებებით ახერებენ ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გადაზიდვას მოყვანის, დამზადების ადგილიდან მათი შემდგომი გადამუშავების ან გასაღების და მოხმარების ადგილებში; გადამყიდველები – პირები, რომლებიც ბითუმად გამსაღებლებისგან იძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს, აფასოებენ ღა ცალობით ჰყიდიან გამსაღებლებს გამსაღებლები – ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზატორები ნებისმიერი გზით და ნებისმიერ პირობებში (გაყიდვა, ჩუქება, გაცვლა, ვალის გადახდა, ვალად მიცემა, გამასპინძლება და ა.შ.); დამამზადებლები – პირები, რომლებიც უშუალოდ ამუშავებენ ნარკოტიკულ ნედლეულს ან მოხმარებისათვის ამზადებენ ნარკოტიიკულ საშუალებებს. ახდენენ მათ გაწმენდას, რაფინირებას და კონცენტრაციის გაზრდას; დანაშაულებრივი გაერთიანების ორგანიზატორები – პირები, რომლებიც ორგანიზატორთბენ და ხელმძღვანელობენ ნარკოტიკული ნივთიერებების მოყვანის, შესყიდვის, დამზადების, გადაზიდვის და რეალიზაციის ჯგუფებს; მოხმარების ბუნაგის ორგანიზატორები და მფლობელები – პირები, რომლებიც აწყობენ მოხმარების ბუნაგებს ან ფლობენ ფართობებს, სადაც ეწყობა ასეთი ბუნაგები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მიზნით; დამყოლიებელი პირი – პირი, რომელმაც ერთჯერადად ან მრავალჯერადად მოახერხა მოქალაქისათვის აღეძრა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სურვილი; ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები და ნარკომანები – პირები, რომლებიც იძენენ, ინახავენ ნარკოტიკულ საშუალებებს პირადი მოხმარების მიზნით; ცალობით გამსაღებლები – პირები, რომლებიც უშუალოდ მიჰყიდიან ნარკოტიკულ საშუალებას მათ მომხმარებლებს; ყალბი სამედიცინო რეცეპტების დამამზადებელი პირები – პირები, რომლებიც ამზადებენ საკუთარი მიზნებისათვის ან გასაღებისათვის ყალბ სამედიცინო რეცეპტებს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9