A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეკ ნელ ნემ ნეო ნერ

ნევროზები მოლოდინისა

Rus. неврозы ожидания
(Kraepelin e., 1908). ნევროზული მდგომარეობა, ხასიათდება კონსტიტუციურ-წინაგანწყობითი ფაქტორების (შფოთვიანი იჭვნეულობა, ემოციური ლაბილობა) არსებობით, ამა თუ იმ ჩვეული ფუნქციის (მეტყველება, სიარული, ყლაპვა, შარდვა, სქესობრივი აქტი და ა.შ.) შესრულების გაძნელებით, გარდაუვალი მარცხის შფოთვიანი მოლოდინის გრძნობით. გამოვლინების ფორმები – ენაბორძიკობა, „ბორძიკით სიარული“, „ბორძიკით წერა“, „ბორძიკით შარდვა“, უძილობის შფოთვიანი მოლოდინი და ა.შ. კრეპელინი მ.ნ-ს მიაკუთვნებდა პონოპათიებს. თანამედროვე ფსიქიატრიაში მ.ნ. განიხილება ან როგორც აკვიატებულ მდგომარეობათა ფორმა (Свядош А.М., 1959-1971) ან როგორც შფოთვიანი მოლოდინის სინდრომი მოსაზღვრე პათოლოგიის სხვადასხვა ფორმის, განსაკუთრებით ნევრასთენიის და ფსიქასთენიის (Ушаков Г.К., 1978) კლინიკაში. ამ დროს ხაზგასმულია მონოსიმპტომური შემოფარგვლა და მონოთემატური შინაარსი, პერიოდული მიმდინარეობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9