A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიზოფრენია არარეგრესული

Rus. шизофрения нерегресивная
(Nyman A.K.,1978). თვისებური ფორმის, „შიზოფრენია რეგრესის გარეშე“ გამოყოფა. რეგრესული ფსიქოზური სიმპტომატიკის ქვეშ იგულისხმება დევნის ბოდვა, ბოდვის ექსპანსიური ფორმები, სმენითი ჰალუცინაციები, კატატონიური სიმპტომატიკა, პასიურობა. დამახასიათებელია მრავალფეროვანი და პლიმორფული სიმპტომები - აწეული მგრძნობელობა სმენითი, მხედველობითი და ტაქტილური აღქმისადმი. საკუთარი სხეულის მოძრაობის აღქმის აშლა, მოძრაობის და სუნთქვის ავტომატიზმის დაკარგვა, ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება, აზროვნების დარღვევა, დეპრესიულობა, ანჰედონია (ცხოვრებით სიამოვნების განცდის უნარის დაკარგვა). დისმორფოფობია, აკვიატება, რიტუალები. უმრავლეს შემთხვევაში დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს ვლინდება „რეგრესული“ შ–ის სიმპტომატიკა. ხშირად „არარეგრესული“ სიმპტომატიკა აღმოჩნდება ანამნემმი, იმ პერიოდში, რომელიც წინ უძღვის „„რეგრესული“ შ-ის მანიფესტაციას. განიხილება როგორც მცირედპროგრედიენტული შ-ის ფორმა შიზოფრენიული პროცესისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით, ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკით, მიმდინარეობით და გამოსავალით. (Москаленко В.Д., 1981)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9