A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰიგ ჰიდ ჰილ ჰიპ ჰირ ჰის

ჰიპერმეტამორფოზი

Rus. гиперметаморфрз
Gk. metamorphõsis — გარდაქმნა, გარდასახვა
ყურადღების ცვალებადობა, არამყარობა, ფლუქტუაცია. გამოიხატება მეტისმეტი დაბნეულობით. გაფანტულობით. მაქსიმალური გამოხატულების დროს შეიძლება მიიღოს აბნევის მსგავსი მდგომარეობის სახე. ხშირად აღინიშნება მწვავე ეგზოგენურ-ორგანული ფსიქოგების, ზოგჯერ - გრძნობათა ორგანოების მომატებული აგზნებადობის დროს. საფუძვლად უდევს ყურადღების პათოლოგია, რაც განაპირობებს აზროვნების პათოლოგიის განსაკეთრებულ ფორმას, რომლისითვისაც დამახასიათებელია მსჯელობის თანმიმდევრობის დარღვევა, ლოგიკური, გამიზნული აზროვნებითი მოქმედების შეუძლებლობა. ნოიმანმა თავდაპირველად აღწერა ჰიპერმეტამორფოზი როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ხოლო ვერნიკემ იგი დაიყვანა ფსიქოპათოლოგიური სიმპტომის დონემდე. Neumann H., 1859: Wernicke C., 1881
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9