A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ობ ოდ ოვ ოზ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჯ
ობე ობი ობლ ობნ ობს

ობიექტი

Rus. объект
G. objekt
ფსიქოანალიზში: ობიექტი განიხილება ძირითადად სამგვარი მიმართულებით: 1) ლტოლვასთან დაკავშირებით: ობიექტში ან ობიექტის საშუალებით ლტოლვას შეუძლია მიაღწიოს თავის მიზანს ან დაკმაყოფილებას ეს შეიძლება იყოს მთლიანად ადამიანი ან ნაწილობრივი ობიექტი, რეალური ან ფანტასტიკური ობიექტი. 2) სიყვარულთან ან სიძულვილთან დაკავშირებით: ლაპარაკია პიროვნების დამოკიდებულებაზე „მე“-ს რომელიმე ინსტანციასთან ან მთლიანად ობიექტთან. 3) შემეცნების ფსიქოლოგიის და ფილოსოფიის ტრადიციული გაგებით: ობიექტი არის ის, რომელსაც აქვს მყარი და მუდმივი თვისებები და აღიქმება სუბიექტების ერთობლიობით, მიუხედავად მათი სურეილებისა და აზრებისა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9