A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ობ ოდ ოვ ოზ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჯ
ოლე ოლი

ოლიგოფრენიული პლუსი

Rus. олигофренический плюс
(Симсон Т.Н., 1948). ოლიგოფრენიისმაგვარი დეფექტი, რომელიც აღინიშნება შიზოფრენიის დაწყებისას ადრეულ ბავშვთა ასაკში (3 წლამდე). ფსიქიკური აქტივობის სწრაფ დაცემასა და ემოციური სიცარიელის ზრდასთან ერთად აღინიშნება ინტელექტუალური უკმარისობის ნიშნები. სიმპტომი გათვალისწინებული უნდა იყოს პფროპფშიზპფრეიის დიაგნოსტიკის დროს. აიხსნება ადრეულ ბავშვობაში დაავადების დაწყებისათვის დამახასიათებელი შემგუებლური მექანიზმების უკმარისობის მოვლენებით და თავის ტვინის ონტოგენეზურად ახალგაზრდა ფიზიოლოგიური სისტემების დაზიანებით, რომელიც განაპირობებს აზროვნებითი პროცესების განვითარებას და აკონტროლებს ქცევითი რეაქციების ადეკვატურობასა და სისწორეს (Сухарева Г.Е., 1974)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9