A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

DE DI DO DR DS
DIA DIF

Diagnostic criteria for Opioid intoxication

292, 89-DSM IV-ით ოპიოიდებით ინტოქსიკაციის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა) ოპიოიდების მოხმარების შესახებ მონაცემები. ბ) კლინიკურად მნიშვნელოვანი არაადაპტირებული ქცევითი და ფსიქოლოგიური ცვლილებები (მაგ., ეიფორია, რომელსაც მოსდევს აპათია, დისფორია, ფსიქომოტორული აჟიტაცია ან შეკავება, არასწორი მსჯელობა, დარღვევები ორიენტაციაში ან ქცევაში), განვითარებული ოპიოიდების მიღებიდან ხანმოკლე დროში. გ) გუგების შევიწროება (ან გაფართოება ჰიპოქსიის შედეგად ზედოზირების შემთხვევაში) და ქვევით ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან მეტი, განვითარებული ოპიოიდების მიღებისთანავე: 1. ძილიანობა ან კომა; 2. დიზართრია; 3. ყურადღების ან მეხსიერების დარღვევები. დ) სიმპტომები არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან ან რაიმე სხვა ფსიქიკურ დაავადებასთან. სპეფიციკურად განსახილველია პერცეფციული დარღვევების არსებობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9