A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ობ ოდ ოვ ოზ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჯ
ორა ორგ ორთ ორი ორმ ორნ ორს

ორმაგი კავშირი

Rus. двойная связь
ურთიერთობის დარღვევა, აღინიშნება შიზოფრენიით დაავადებულთა ოჯახებში; ავადმყოფთა ურთიერთობა მშობლებთან ღებულობს თითქოს მრავალმხრივ ხასიათს, მიმდინარეობს ორ სიბრტყეში, რომელიც შეუთავსებელია აფექტურობის მიხედვით. მაგ., შიზოფრენიით დაავადებული გახარებული იმით, რომ იგი საავადმყოფოში მოინახულა დედამ, მხარზე ხელს ხვევს, რაზედაც დედა უკმაყოფილებით მიუთითებს მიმიკურად (პირველი სიბრტყე); ავადმყოფი იღებს ხელს და ესმის დედის განცხადება, რომ მას იგი (დედა) აღარ უყვარს, ავადმყოფი წითლდება და დედა შენიშვნას აძლევს, რომ არ შეიძლება ასეთი მორცხვობა (მეორე სიბტრყე). განიხილება როგორც დარღვევა კომუნიკაციის სფეროში (Batesson G., 1956)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9