A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დია დიდ დიე დიზ დინ დიო დიპ დის დიუ დიფ

დისმორფოფობია

Rus. дисморфобия
Gk. morphē – ფორმა, phobos – შიში
(Morselli E., 1886). საკუთარი თითქოსდა გარეგნული სიმახინჯის წარმოდგენა და შიში. კლასიკურ ლიტერატურაში დასაწყისში განიხილებოდა როგორც ნოზოფობიის ფორმა, რომელსაც თან ახლავს სხეულოვანი დეფორმაციის აკვიატებული იდეები რუდიმენტული პარანოიის ჩარჩოში. თანამედროვე შეხედულებით, დ. შეიძლება ატარებდეს აკვიატებული, ზეღირებული და ბოდვითი იდეების ხასიათს. ამ უკანასკნელის დროს ლაპარაკია დისმორფომანიაზე (Коркина К., 1931). უმეტესად წარმოიშობა პუბერტატულ ასაკში, თან ახლავს ხასიათის პათოლოგიური ხაზების გამკაცრება, დეპერსონალიზაციის, დერეალიზაციის მოვლენები, ნერვული ანორექსია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9