A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტოდ ტოკ ტოლ ტომ ტონ ტოპ ტორ ტოტ ტოქ

ტოქსიკომანია გამოწვეული ინჰალატორებით

Rus. токсикомания вызванная ингаляторами
აღნიშნული ნივთიერებების ჯგუფს, ცნს-ის დეპრესანტებს, მიეკუთვნება ტოლუოლის, აცეტონის, ჰალოგენიზებული ნახშირწყალბადის, ტრიქლორეთანის და ტრიქლორეთილენის ფლუოროკარბონების შემცველი აირები და გამხსნელები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება საყოფაცხოვრებო ქიმიაში სხვადასხვა სახის წებოების, სითხეების და აეროზოლების სახით. ტოქსიკომანიის ეს სახე ძირითადად გავრცელებულია 6-18 წლის მოზარდებში. თრობის სურათის მისაღწევად გამოიყენება პოლიეთილენის პარკებიდან შესუნთქვა, ხსნარში დასველებული ბამბების და ნაჭრების სასუნთქ ორგანოებზე მიფარებით შესუნთქვა და ა.შ. თრობა იწყება შესუნთქვიდან დაახლოებით 5 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 15-30 წთ. ინტოქსიკაციაში გამოყოფენ სამ ფაზას. პირველი ფაზა ალკოჰოლით გამოწვეული თრობის სურათის მსგავსია. ავადმყოფებს უერთდებათ სხეულში სითბოს შეგრძნება, კიდურების მოდუნება, გუნება-განწყობის აწევა, სასიამოვნო ხმაური თავში. ცნობიერება შევიწროებულია. მეორე შესუნთქვისას თრობა გადადის მეორე ფაზაში. ვითარდება უდარდელი, უზრუნველი, მხიარული განწყობილება. ავადმყოფი იცინის, იწყებს სიმღერას. გარემო აღიქმება ილუზორულად. საგნები იცვლის ფორმის, სივრცით ურთიერთდამოკიდებულებას. ფერები იღებს განსაკუთრებულ სიკაშკაშეს და სიღრმეს. სმენითი აღქმა ღებულობს უჩვეულო სახეს. ირღვევა პროპრიორეცეპცია. შეიგრძნობა სხეულის სიმსუბუქე. ადგილი აქვს სხეულის სქემის აშლას. დარღვეულია კოორდინაცია. მათ ქცევაში დომინირებს პუერილური ელემენტები. მოძრაობები ატაქსიურია, მეტყველება გაუგებარი. აღნიშნულ მდგომარეობაში ზოგჯერ ხდება შემდგომი შესუნთქვების შეწყვეტა ზედოზირების შიშით. სხვა შემთხვევებში ხდება ინტოქსიკაციის გაღრმავება ახალი შესუნთქვების ხარჯზე. რომლის დროსაც ვიტარდება ჰალუზინაციური მდგომარეობა, რასაც ჩვეულებრივ ავადმყოფები უწოდებენ „მულტფილმების ყურებას“. ჰალუცინაციები ატარებს ხატოვან, მოძრავ მიკროფსიულ ხასიათს, თითქოს ყველაფერი ეკრანზე ჩანს. საწყის სტადიაში ავადმყოფებს შეუძლიათ გააძლიერონ ან შეაჩერონ მათი წარმოშობა. შემდგომში ისინი იღებს სპონტანურ ხასიათს. სიუჟეტური თანმიმდევრობა აღინიშნება იშვიათად, თუმცა, ერთი და იგივე სცენები მეორდება. ტაქტილური, სმენითი და ყნოსვითი ჰალუცინაციები იშვიათია, გვხვდება ელემენტარული აკოაზმების და ფენომენების სახით. ვითარდება საკუთარი „მე“-ს და სხეულის გაუცხოება. ავადმყოფი თითქოს საკუთარ თავს უმზერს ან ხედავს საკუთარი სხეულის ნაწილებს და ორგანოებს შორიდან. განიცდის გაფრენის ან ვარდნის შეგრძნებას. ინტოქსიკაციიდან გამოსვლის შემდეგ აღინიშნება ფიზიკური ასთენია, დაღლილობის შეგრძნება, მოდუნება, მოთენთილობა. ავადმყოფებს უჭირთ ყურადღების გამახვილება, აღენიშნებათ თავის ტკივილი („თავზე შემოჭერის გრძნობა“), გულისრევა და ღებინება. ნევროლოგიური სიმპტომებიდან აღსანიშნავია ნისტაგმი, დისკოორდინაცია, რეფლექსების დაქვეითება, ტრემორი, მხედველობის დაბინდვა ან დიპლოპია. ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სტუპორი ან კომატოზური მდგომარეობა. გარეგანი ნიშნებიდან აღსანიშნავია ცხვირისა და პირის გარშემო გამონაყარი, სკლერების ინიცირება. ტოლერანტობა თანდათანობით მატულობს. ამ პერიოდში ავადმყოფს შესწევს უნარი, აკონტროლოს შესუნთქვების სიხშირე სასურველი თრობის სიღრმის შესანარჩუნებლად. განვითარებული ფსიქიკური დამოკიდებულება იმდენად გამოხატულია, რომ მოხმარება თანდათან ღებულობს უმართავ ხასიათს. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების 3-6 თვის თავზე ყალიბდება აბსინენციური სინდრომი, რომელიც გამოვლინდება მოხმარებიდან 12-18 სთ. შემდეგ. იწყება გამღიზიანებლობით, დაქვეითებული გუნება-განწყობით. აღინიშნება მძიმე თავის ტკივილი, გუგების გაფართოება, ნისტგამის, ენის, ქუთუთოების და თითების ტრემორი. გამოხატულია ჰიპერჰიდროზი, მყეს-ძვალთა რეფლექსების გაცხოველება, კუნთთა ჰიპერტონია, მოძრაობითი აგზნება. მეორე დღიდან თავს იჩენს შფოთვა, განმარტოების სურვილი. ადგილი აქვს ტაქიკარდიას, ჰიპერტენზიას, ტკივილებს კუნთებში, პარესთეზიებს. ავადმყოფები არიან აგრესიულები, დისფორიულები. აბსტინენციური სინდრომის სიმპტომატიკა გრძელდება 10-15 დღე, ხოლო ემოციურ-ნებითი აშლილობები შეიძლება გაგრძელდეს 1-1,5 თვე. შემდგომში აბსტინენციის ჩამთავრების პერიოდში დისფორია იცვლება სევდიანი მდგომარეობით, მოძრაობითო აქტივობის დაქვეითებით, მრავლობითი უსიამოვნო სომატური შეგრძნებებით. ინჰალატორების მოხმარება იწვევს მრავლობით ტოქსიკურ ეფექტებს, განსაკუთრებით ცნს-ზე. მათი ტოქსიკურობა განპირობებულია მათში სპილენძის, თუთიის და ზოგი მძიმე მეტალების არსებობით. ამ ნივთიერებების რეგულარული გამოყენების პირველივე კვირაში იცვლება ქცევითი აქტები, იკარგება თვითკონტროლი, ჩნდება გაღიზიანებაზე გადამეტებული აგზნებადობა უხეშობით და აგრესიით. 2 თვის თავზე თვალსაჩინოა ინტელექტუალური დაქვეითება. ვითარდება ტოქსიკური ენცელოპათია. ჩნდებაა კუნთოვანი, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა. პათოლოგანატომიურად აღინიშნება აქსონების დეგენერაცია, გლიოზი. პეგ-ულად ხშირად გამოხატულია პარკუჭების გაგანიერება და ტვინის მასის ატროფია. ეს მოვლენები განპირობებულია ამ ნივთიერებების ცხიმგამხსნელი თვისებებით. სომატური პათოლოგიიდან აღსანიშნავია სასუნთქი გზების და საყლაპავის დაზიანება, ტოქსიკური ჰეპატიტი, მიოკარდიოსტროფია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9