მთლიანი ადამიანი. ადამიანის, როგორც ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და განსაკუთრებით ფსიქოლოგიური მთლიანი ორგანიზმის, მისი პიროვნული მახასიათებლების, ქცევითი თვისებების და მორალური ღირებულებების ერთობლიობის მნიშვნელობის შესახებ მიმდინარეობა, რომლის ერთ-ერთი აღიარებული და მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ა. ზურაბაშვილი. მიმდინარე საუკუნის 70-იან წლებში მის მიერ გამოქვეყნებულმა ნაშრომებმა უდიდესი წვლილი შეიტანა Totus Homo -ის ცნების განვითარებაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.