პიროვნების ანომალია, ხასიათდება მისი ფსიქიკური წყობის დისჰარმონიულობით. ფსიქოპათიის გამოყოფის ძირითადი კრიტერიუმები: 1. პიროვნების პათოლოგიური თვისებების გამოხატულება ადაპტაციის დარღვევის ხარისხამდე; 2. ფსიქოპთიური თავისებურებების ტოტალურობა, რაც განსაზღვრავს ინდივიდის მთელ ფსიქიკურ პორტრეტს; 3. მათი შედარებითი სტაბილურობა, მცირე შექცევადობა (Ганнушкин И.Б., 1933; Кербиков О.В., 1961). გარდა თანდაყოლილი ბირთვულისა. გამოყოფენ შეძენილ ფსიქოპათიის. განუშკინი ფსიქოპათის შეისწავლიდა არა მხოლოდ სტატიკაში, არამედ დინამიკაში და ფსიქოპათიის ფარგლებში კონსტიტუციურ განვითარებასთან ერთად გამოყო სიტუაციური ფსიქოპათია. აღმოცენებული ფსიქიკური ტრავმის შედეგად და ფსიქოპათია, მიმდინარე პიროვნების თვისებრივი ცვლილებების წარმოშობით; ამასთან. კონსტიტუციური ფაქტორები განვითარების პროცესში ერთვება არა ტოტალურად, არამედ ამორჩევითად სიტუაციის ხასიათისა და შინაარსის შესაბამისად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.