Rus. психозы страха-счастья ციკლოიდური ფსიქოზის სახე (Leonhard K., 1959). ერთ–ერთი პოლუსი ხასიათდება შიშის გრძნობით და დამოკიდებულების იპოქონდრიული, თვითბრალდების იდეებით. აგზნება შეიძლება შეიცვალოს სტუპორით, მუტიზმით. საწინააღმდეგო პოლუსი - შთაგონების ან ბედნიერების ფსიქოზი – ხასიათდება აფექტერად დადებითად შეფერილი იდეებით, ექსტაზური გუნება-განწყობით. შესაძლებელია მონო- და ბიპოლარული მიმდინარეობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.