A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

კ. კა კე კვ კი კლ კმ კო კრ კტ კუ
კოგ კოვ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კოპ კოჟ კორ კოს კოტ კოფ კოქ კოშ კოჩ კოხ

კოფეინიზმი

Rus. кофеинизм
კოფეინი მიეკუთვნება ქსატინებს და წარმოადგენს ცნს-ის სტიმულატორს. თეობრომინთან და თეოფილინთან ერთად შედის სხვადასხვა საკვებ პროდუქტებში და სამკურნალო საშუალებებში. ყავა შეიცავს 80-140 მგ. კოფეინს 1 ჩაის ჭიქაზე; ჩაიში კოფეინის რაოდენობა აღწევს 30-100 მგ.; კაკაო მცირე რაოდენობით შეიცავს კოფეინს, მასში მეტია თეობრომიი. კოლასშემცველი სასმელები შეიცავს 25-55 მგ. კოფეინს. კოფეინის ან კოფეინისშემცველი ნივთიერებების გამოყენებისას ვითარდება ტოლერანტობა. ჩვეულებრივად ყავის მოყვარულები დღეში ღებულობენ მინიმუმ 500მგ-დან 3გ-მდე კოფეინს. კოფეინი ნერვულ სისტემაში იწვევს გარკვეულ ფარმაკოლოგიურ ცვლილებებს: დოფამინეგული რეცეპტორების სენსიტიზაცია, ადენოზური და ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების ანტაგონისტები. კოფეინით ინტოქსიკაცია შეიძლება გამოიწვიოს 250 მგ კოფეინმა. 1 გ. კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს აზრებისა და მეტყველების აჩქარება, გულის რითმის დარღვევა, დაღლილობის გრძნობის გაქრობა. აჟიტაციური მდგომარეობა. უფრო მაღალი დოზები იწვევს კრუნჩხვით განტვირთვებს, სუნთქვის უკმარისობას და სიკვდილს. კოფეინით ინტოქსიკაციის ნიშნებია: შფოთვა, ფსიქომოტორული აჟიტაცია და მოუსვენრობა, ადვილი გამღიზიანებლობა, სახის გაწითლება, გულისრევა, გახშირებული დიურზები, უსიამოვნო შეგრძნებები კუჭ-ნაწლავის არეში, უძილობა, კუნთოვანი შეკრთომები. აბსტინენციურ მდგომარეობაში გამოხატულია თავის ტკივილი, პულსაციის შეგრძნება. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ლეთარგიულ ძილიანობას, გამღიზიანებლობას, ანჰედონიას და დეპრესიას. იგი ვითარდება კოფეინის უკანასკნელი მიღებიდან 15-18 სთ-ს შემდეგ, გრძელდება 1-2 დღე. ქრონიკული გამოყენებისას – სომატური ცვლილებები: კუჭში მჟავიანობის მომატება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არითმიის მოვლენები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9