Rus. циклосомияGk. soma - სხეული (Плетнев д. д 1927; Краснушкин Е.К.). ციკლოთიმიის ფორმა გარეგნულად მოგვაგონებს ნევროზულ მდგომარეობას და ხასიათდება სომატურად დატვირთული დეპრესიული გამოვლინებით. ავადმყოფები უჩივიან დაღლილობის შეგრძნებას, საერთო სისუსტეს, აღინიშნება იპოქონდრიული შეგრძნებები. ამ დროს სომატური სიმპტომები წარმოადგენს ავადმყოფური პროცესის არა მხოლოდ თანმხლებ, არამედ ჭეშმარიტ გამოვლინებას. თანამედროვე ფსიქიატრიაში ც. შეესაბამება ლარვირებული (შენიღბული) დეპრესიის ცნებას. პლეტნევი (Плетнев Д.Д) იყენებს ცნებას „სომატური ციკლოთიმია“, ცნება „ციკლოსომია“ შემოღებულია კრასნუშკინის მიერ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.