A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

პ. პა პე პი პლ პნ პო პრ პუ პფ
პლა პლე პლო პლუ

პლოტიჩერის ტიპოლოგია დეპრესიისა

Rus. Плотичера типология депрессии
დამყარებულია კლინიკურ-ფსიქოპათოლოგიურ კრიტერიუმებზე პათფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით. შეიცავს საკლასიფიკაციო ექვს მიმართულებას: კლინიკური სურათის მიხედვით – სტრესულ-ჰიპერერგიული, ტორპიდულ-ჰიპოერგიული დეპრესიების ტიპი და გართულებული (ობსესიებით, სენესტოპათიებით, ბოდვით) დეპრესიები; აფექტის სტაბილურობის მიხედვით – მყარი და ლაბილური ტიპი; ავადმყოფობის შეცნობის მიხედვით – სრული ნოზოგნოზია, ნაწილობრივი ნოზოგნოზია, ანოზოგნოზია, ჰიპერანოზოგნოზია; დაავადების პოლარულობის მიხედვით – დეპრესია დაავადების მონო- და ბიპოლარულ სტრუქტურაში; მიმდინარეობის მიხედვით – ერთჯერადი (ეპიზოდური), ციკლური (ფაზური) და მრავალწლიანი (რიგიდული); ეტიოლოგიური და ნოზოლოგიური მიკუთვნების მიხედვით – ცირკულარული, ინვოლუციური, სისხლძარღვოვანი, შიზოფრენიული, ეპილეფსიური, პუერპერალური, ინფექციური, ალკოჰოლური. სამკურნალწამლო, სიტუაციური. ისტერიული, ფსიქოპათიური, სომატოგენური და შერეული გენეზისა. Плотичер А.И., 1964
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9