A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

სა სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სტ სუ სქ სც სწ
სკა სკი სკლ სკო

სკლეროზი გაფანტული

Rus. склероз рассеяный
უცნობი ეტიოლოგიის თავის და ზურგის ტვინის ქრონიკული დაავადება. მორფოლოგიურად – კეროვანი მიკრონეკროზი, დემიელინიზაცია, შემდგომი სკლეროზი („ფოლაქების“ წარმოქმნა გლიოფიბროზული ქსოვილისგან), ნეირონების ღერძცილინდრების დაზიანება. დასაწყისი 20-40 წლის ასაკში. აღინიშნება აწეული დაღლილობა, პარეზები, ტკივილი, პარესთეზიები, კოორდინაციის მოშლა. მხედველობის სიმახვილის მკვეთრი დაქვეითება. ნევროზისმაგვარი სიმპტომატიკა. მზარდი პარეზული გამოვლინებები, სიარულის, მგრძნობელობის დარღვევა. სკანდირებული მეტყველება. ზოგ შემთხვევაში – პროგრესული ჭკუასუსტობა. არჩევენ ცერებრულ, სპინალურ და ცერებრულ-სპინალურ ფორმებს. მიმდინარეობა რემისიებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9