ფსიქიკური დარღვევების გამოხატული ფორმები, რომლის დროსაც ავადმყოდის ფსიქიკური მოქმედება გამოირჩევა მკვეთრი შეუსაბამობით გარე სინამდვილესთან. რეალური სამყაროს ასახვა უხეშად დამახინჯებულია, რაც ვლინდება ქცევის დარღვევებით და პათოლოგიური სიმპტომებით და სინდრომებით (აღქმის, მეხსიერების, აზროვნების, აფექტურობის და სხვა დარღვევები).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.