A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები ციკლოიდური

Rus. психозы циклоидные
Gk. cykloides - წრიული
(Leonhard K., 1954). ციკლოიდური ფსიქოზები განიხილება როგორც ატიპური ენდოგენური დაავადებების ჯგუფი, უჭირავს შუალედური მდგომარეობა მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზსა და შიზოფრენიას შორის, მაგრამ არ მიეკუთვნება აღნიშნულ ფსიქოზებს. დამახასიათებელია შედარებით კეთილსაიმედო მიმდინარეობა ფსიქოზური დეფექტის წარმოშობის გარეშე. მიმდინარეობა შეტევისმაგვარია, ბიპოლარული. არჩევენ ციკლოიდური ფსიქოზების სამ ფორმას: 1) ჰიპერკინეზური ან აკინეზური ფაზები; 2) აბნევის ფსიქოზი, აგზნების ან დამუხრუჭების; 3) ბედნიერება-შიშის ფსიქოზი დეპრესიის ფაზის მონაცვლეობით შიშთან და „ექსტაზურ ბედნიერებასთან“. II. (Polonio P., 1954). მწვავე ფსიქოზები, აღმოცენებული „ზენათელი“ ან დაბინდული ცნობიერების. გუნება-განწყობის ცვლილების და ფსიქომოტორული აგზნების ფონზე. მიმდინარეობა ეპიზოდური, პროგნოზი კეთილსაიმედო. კლინიკური სურათის თავისებურებების მიხედვით, არჩევენ: კონფაბულოზს, ჰალუცინოზს, ონეიროფრენიას. პარანოიდურ ექსპანსიურ ფსიქოზს, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების პარანოიდებს, შთაგონების და ზემოქმედების პარანოიდებს, დაუკავშირებელ ჰიპერკინეზურ და აკინეზურ ფსიქოზებს პაპადოპულოსის (Пападопулос Т.Ф., 1975) მიხედვით, მიეკუთვნება მწვავე ატიპურ ენდოგენურ ფსიქოზებს.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9