Rus. Гатчинсона-Гилфорда болезнь დაავადება ხასიათდება ნაადრევი დაბერებით, ჯუჯა ტანით, თუმცა, სხეული პროპორციულია, აღინიშნება კანის ნაადრევი ჭკნობის ნიშნები, თხელი თმები, ატროფიული ფრჩხილები, დიდხანს არ იცვლება სარძევე კბილები. კიდურთა ძვლები ოსტეოპოროზულია. სასქესო ორგანოების განუვითარებლობა. ნაადრევი ათეროსკელოზი. ახალგაზრდა ასაკში ხშირია სისხლჩაქცევები თავის ტვინში. დაავადება გამოწვეულია შუა ტვინის და ენდოკრინული ჯირკვლების პათოლოგიით. ვლინდება დაბადების შემდეგ ან სიცოცხლის პირველ წლებში. Hutchinson J., 1886; Gilford H., 1897
Synonym: პროგერია ბავშვთა, ინფანტილური სენილიზმი, გილფორდის დაავადება, ჰეროდერმია ბავშვთა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.