Rus. предвестники припадка სომატური ან ფსიქიკური ცვლილება, რომელიც ზოგჯერ წინ უსწრებს კრუნჩხვით გულყრას, ზოგჯერ კი აღმოჩნდება მხოლოდ ეეგ-ზე. აღმოცენდება გულყრამდე რამდენიმე საათით ან დღით ადრე. ვლინდება სითბოს. სიცივის გრძნობით, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ლოკალიზებული ტკივილებით. გულისრევით, თავის ტკივილით, სისუსტით, დამტვრეულობის გრძნობით, სევდით. საჭიროა მისი განსხვავება აურისგან, რომელიც წარმოადგენს თვით გულყრის დასაწყისს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.