A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნიკ ნილ ნიმ ნირ ნის ნიქ ნიღ ნიჭ

ნიკოტინომანია

Rus. никотиномания
ნიკოტინი, ალკალოიდი, წარმოადგენს ცნს-ის სტიმულატორს. იგი დიდი რაოდენობით შედის თამბაქოში, სიგარეტის ერთი ღერი შეიცავს დაახლოებით 8,4 მგ ნიკოტინს და 15 მგ ფისს. ნ-ის დროს ინტოქსიკაციაში მწვავე ეფექტების მნიშვნელობა მიენიჭება ნიკოტინს, ხოლო ქრონიკულის – ფისს. ნიკოტინი მაღალტოქსიკური შხამია. მისი 60 მგ სასიკვდილო დოზაა. გამოყენებისას ნიკოტინი ცვლის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროებას, პერისტალტიკის გაძლიერებას, ასტიმულირებს კატექოლამინების წარმოქმნას, ადრენალინისა და ნორადრენალინის გამონთავისუფლებას, ასტიმულირებს სიამოვნების ჰიპოთალამურ ცენტრებს, ანელებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, სისხლში იწვევს ცხიმოვანი მჟავების დონის ამაღლებას, იწვევს ტრემორს. მწვავე მოწამვლის დროს ადგილი აქვს თავის ტკივილს, თაებრუსხვევას, გულისრევას, ღებინებას, დიარეას, პირწყალს, ცივ ოფლს. დასაწყისში აღინიშნება პულსის შენელება, შემდგომში აჩქარება, არითმია. გუგები ვიწროვდება. გამოხატულია ტრემორი. ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვები, კოლაფსი. დამოკიდებულება ვითარდება სწრაფად, რამდენიმე სიგარეტის მოწევის შემდეგ. ნიკოტინური აბსტინენცია ვითარდება 90–120 წუთის შემდეგ. თავის მაქსიმუმს აღწევს 24 სთ თავზე, გრძელდება რამდენიმე კვირა და თვეებიც კი. მისთვის დამახასიათებელია მოწევის დაუძლეველი სერვილი, დაძაბულობა, გამღიზიანებლობა და აგზნებადობა, ფრუსტრაციის გრძნობა. ბრაზიანი, მოუსვენარი, მშფოთვარე მდგომარეობა, ყურადღების კონცენტრაციის შეუძლებლობა, ძილის სურვილი, მაგრამ უძილობა, გულის კუნთის მოქმედების შესუსტება, რითმის შენელება, მადის მომატება. აბსტინენციური სინდრომის გავლის შემდეგ ხანგრძლივად. წლების მანძილზე რჩევა სიგარეტის მოწევის სურვილი.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9