Rus. галлюцинаций гигрическиеGk. hygos - ტენიანი ხასიათდება მომატებული ტენიანობის, ავადმეოფზე სითხის გადასხმის შეგრძნებით, შეიძლება ატარებდეს მხედველობით ხასიათს (შადრევანის, აუზის, ზღვის მოქცევის ხედვა). ხშირად აღინიშნება ნეიროინფექციური გენეზის ცხელებითი მდგომარეობების, მაგ., გრიპის დროს (Ревенок А.Д.,1974), ამ მდგომარეობებში ხშირად გვხვდება „ჰიგრიული სიზმრების“ არსებობა (Касаткин В.Н., 1967). აგრეთვე აღინიშნება შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაციის დროს, აღწერილია ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში მარილიანი საკვებით კვების და წყლის იძულებითი აღკვეთის დროს. საფიქრებელია, რომ მის გენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს წყალ-მარილოვანი ცვლის მოშლა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.