A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსევდოშიზოფრენია

Rus. псевдошизофрения
ფსიქოზური მდგომარეობა, კლინიკური სურათით მოგვაგონებს შიზოფრენიას, მაგრამ მისგან განსხვავდება სიმპტომთა გენეზით და თავისებური მიმდინარეობით. ცეკის მიხედვით, არჩევენ ფსევდოშიზოფრენიული სინდრომების სამ ჯგუფს: I. ეპილეფსოიდური ფ., დამახასიათებელია ბოდვითი იდეები, სმენითი ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაციის და დერეალიზაციის მოვლენები, რომლებიც უმეტესად აღმოცენდება ეპილეფსიური გულყრების შემდეგ ან ცნობიერების ხანმოკლე დაბინდვის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეპილეფსიური ანამნეზის არარსებობის დროს დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას იძენს დამახასიათებელი ცვლილებები ეეგ-ზე და ანტიეპილეფსიური მკურნალობის შედეგი. II. ნევროზული ფ., აღმოცენდება ნევროზულ და სენსიტიურ პიროვნებებში. რეაქტიულ-ფსიქოგენური დასაწყისი. ტიპურია ბრალდების და ცოდვიანობის იდეები, შეუპოვარი სუიციდური ცდები. აღინიშნება კატატონიური და ჰებეფრენიული სიმპტომატიკა. III. სიმპტომური ფ., შეესაბამება წარმოდგენას სომატოგენურად განპირობებული (ეგზოგენური) ფსიქოზების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს შიზოფორმული სიმპტომატიკით. ყველა ფორმისათვის დამახასიათებელია გაუცხოების არარსებობა, ავადმყოფები არიან მისაწვდომი კონტაქტისათვის, ემოციურად შენარჩუნებული. Rümke H.C., 1958; Zee N., 1966
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9