A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჭკ ჭო
ჭკა ჭკუ

ჭკუასუსტობა მოხუცებულობითი

Rus. слабоумие старческое
მოხუცებულობითი ასაკის ფსიქიკური დაავადება. ვითარდება თავის ტვინის ქერქის უჯრედების დიფუზურ ატროფიასთან დაკავშირებით. ჰისტოლოგიური გამოკვლევით ვლინდება მრავლობითი სენილური ფოლაქები. დაავადება იწყება 70-80 წლის ასაკში ხასიათობრივი ცვლილებებით, მიმდინარეობს მეხსიერების პროგრესული ცვლილებებით ზოგადი პროგრესული ამნეზიის ტიპით. დემენცია ატარებს გლობალურ ხასიათს. დამამთავრებელ ეტაპებზე აღინიშნება მეტყველების, გნოზისის, პრაქსისის კეროვანი დარღვევები (ალცჰაიმერიზაციამოხუცებულობითი ჭკუასუსტობისა). მრავლობითი ეკმნეზიური კონფაბულაციები. სიტუაციის გადანაცვლება წარსულში. გამოსავალ სტადიაში - ფსიქიკური და ფიზიკური მარაზმი. მ.ჭ-ის ძირითადი ფორმები: 1. მარტივი, აღინიშნება დაავადების გაურთულებელი მიმდინარეობის დროს (აღწერა მოცემულია ზემოთ); 2. ჭკუასუსტობა ცნობიერების აბნევით, აღინიშნება დამატებითი ეგზოგენური ფაქტორების თანდართვის დროს (სინონ.: დელირიუმი სენილური, პრესბიოფრენია); 3. ჭკუასუსტობა აგზნებით (პრესბიოფრენია). აგრეთვე აღინიშნება მ. ჭ-ის ფსიქიკური ფორმები, რომელთათვისაც დამახასიათებელია 1-3 წელიწადში მიმდინარე აფექტური, პარანოიალური, ჰალუცინაციური, კონფაბულაციური ფსიქოზები. ფსიქოზური სიმპტომატიკის რედუცირების შემდეგ ვლინდება გლობალური სენილური დემენციის სპეციფიური სურათ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9