ძილში ფსიქიკური მოვლეეები – სახეები, ვითარება, მოვლენა, იდეა, განცდა. ატარებს სუბიექტურ ინდივიდუალურ ხასიათს და წარმოადგენს – ღვძილის მდგომარეობაში ცხოვრების ასახვას სიმბოლური სახით. უმრავლეს შემთხვევაში ატარებს მხედველობით ხასიათს და დაკავშირებულია სწრაფი ძილის ფაზებთან. სიზმრები წარმოადგენს მასალას ფსიქიკური მოქმედების გაუცნობიერებელი ფორმების გამოსაკვლევად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.