A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

სა სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სტ სუ სქ სც სწ
სია სიბ სიგ სიდ სივ სიზ სით სიკ სიმ სინ სის სიტ სიფ სიყ სიც სიძ სიჯ

სიკვდილი და კვდომა

Rus. смерть и умирание
ავადმყოფის რეაქციის სტადიები უკურნებელი დაავადების აღმოჩენის გაგებისას კიუბლერ-როსის (Kubler-Ross E.) მიხედვით: 1. ფსიქოლოგიური შოკი და უარყოფა. ავადმყოფის უშუალო რეაქციაა ფსიქოლოგიური შოკი, რომელსაც მოსდევს მისი დაავადების არსებობის უარყოფა. ზოგიერთი ავადმყოფი ვერ გადადის შეცნობის სხვა სტადიაზე და აგრძელებს ექიმებთან ვიზიტებს, სანამ არ იპოვის მათ, ვინც იზიარებს მის პოზიციას. II. გაბოროტება. ავადმყოფი ფრუსტრაციის მდგომარეობაშია, ჯავრი და ბოღმა მძიმე დაავადების არსებობის გამო, იგი საკუთარ თავს ეკითხება: „მაინცდამაინც მე რატომ დამემართა ეს?“ ამ სტადიაზე აღინიშნება ავადმყოფთან ურთიერთობის გაძნელება, რადგან მათ ბოღმა გადააქვთ ექიმზე, სამედიცინო პერსონალსა და ოჯახზე. ზოგჯერ ავადმყოფები ბრაზობენ საკუთარ თავზე, დარწმუნებულები არიან, რომ დაავადება მოვლენილია მათ დასასჯელად ცუდი საქციელის გამო. III. „შეთანხმება“. ავადმყოფები ცდილობენ მოლაპარაკებას ექიმთან, მეგობრებთან ან ღმერთთანაც კი, გამოჯანმრთელების სანაცვლოდ ჰპირდებიან რაღაცის შესრულებას, მაგ., მოწყალების გაცემა, რეგულარული სიარული ეკლესიაში. IV. დეპრესია. ავადმყოფებს აღენიშნებათ დეპრესიის კლინიკური სიმპტომები: გაუცხოება, ფსიქომოტორული შეკავება, ძილის დარღვევა, უიმედობის განცდა და სუიციდური აზრები. დეპრესია შეიძლება იყოს რეაქცია იმ ცვლილებებზე, რაც გამოიწვია დაავადებამ, მაგ., სამუშაოს დაკარგვა, მატერიალური სიძნელეები, იზოლაცია ოჯახისა და მეგობრებისგან, ან შეიძლება ადმოცენდეს სიკვდილის მოლოდინის შედეგად. V. აღიარება. შეცნობა იმისა, რომ სიკვდილი გარდაუვალია ყველასათვის
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9