Rus. акинезия болезненная სხეულის უძრაობის სიმპტომი. განპირობებული მოძრაობის დროს აღმოცენებული ფსიქიკური ტკივილით. სინდრომი საწყის სტადიაში განიხილება როგორც ფსიქოგენური, უმეტესად ისტერიული გენეზის. თუმცა, იგი გვხვდება როგორც ენდოგენური დეპრესიის, ასევე შიზოფრენიის სიმპტომთა კომპლექსში. ფსიქიკური ტკივილის რედუცირების შემდეგ თვეების და ზოგჯერ წლების განმავლობაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს უძრაობის მდგომარეობას.(Möbius P.J., 1891)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.