Rus. абстинентный синдром алкогольныйс вегетосоматическими и неврологическими расстроиствами აღმოცენდება ყოველი ალკოჰოლური ექსცესის შემდეგ, გამოვლინდება ვეგეტატური სიმპტომრბით (ჰიპერემია, სკლერების ინიცირება, სახის შეშუპება, ტაქიკარდია, ხშირად ექსტრასისტოლიები, უსიამოვნო შეგრძნებები გულის არეში, არტერიული წნევის ცვალებადობა ჰიპერტენზიის მხარეს, თავის ტკივილი, ოფლიანობა, შემცივნება), რომელსაც თან ახლავს დისპერსიული მოვლენები – ანორექსია, გულის რევა, ფაღარათი ან ყაბზობა, სიმძიმის შეგრძნება ან ტკივილი ეპიგასტრალურ მიდამოში. ნევროლოგიურად – ხელის თითების, მტევნების, ენის გამოხატული ტრემორი, რომელიც პერიოდულად ღებულობს გენერალიზებულ ხასიათს; ზოგჯერ ადგილი აქვს სიარულის და კოორდინაციის დარღვევას. მყეს-ძვალთა რეფლექსები გაცხოველებულია და არათანაბარი. გამოხატულია ძილის დარღვევები და სისუსტე. ზემოაღწერილი გამოვლინებები შესაძლებელია შეგვხვდეს ან ერთობლიობაში, ან გამოხატული იყოს უპირატესად ერთი რომელიმე ჯგუფის სახით. გამოზარხოშება ხდება როგორც დღის მეორე ნახევარში, ასევე მომდევნო დღის დილიდან. ხანგრძლივობამ შეიძლება მიაღწიოს რამდენიმე დღეს. გვხვდება ალკოჰოლიზმის II და III სტადიაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.