ჩაკეტილი კაცის” სინდრომი (Plum, Posher. 1966). კლინიკურად დამახასიათებელია ცენტრალური კვადრიპლეგია, რომელიც ვითარდება ბიძგისებურად და საბოლოოდ ყალიბდება 24 სთ-ში: ჯერ ჰემიპარეზი, რამდენიმე საათის შემდეგ თან ერთვის ჩემი პარეზი მოპირდაპირე მხარეს, ყველა კრანიალური ნერვის დამბლა, ავტოპალპებრული რეფლექსის გაქრობა, ცქერის ჰორიზონტალური დამბლა, შენარჩუნებულია მხოლოდ თვალის კაკლების ვერტიკალური მოძრაობები. რეტიკულური ფორმაცია ხელშეუხებელია, რაც განაპირობებს ცნობიერების დეფექტის არარსებობას. დეცერებრაციული რიგიდობა ექსტენზიური კრუნჩხვებით. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. მთავრდება ლეტალურად რამდენიმე დღის, იშვიათად კვირის და თვის შემდეგ. მისი მიზეზია ბაზილარული არტერიის ოკლუზია, იშვიათად - მისი ანევრიზმა, სისხლჩაქცევა IV პარკუჭში ხიდის ჭერის კომპრესიით, ვაროლის ხიდის სიმსივნე, ხიდის ცენტრალური მიელინოლიზი. პათოლოგანატომიურად - ვაროლის ხიდის ცენტრალური ნახევრის სამკუთხედის ფორმის ორმხრივი დარბილება მწვერვალით) ჭერისაკენ, თვით ჭერი (tegmentum ) შენარჩუნებულია. სინდრომი პირველად აღწერილია 9)ავის ტვინის ღეროს სიმსივნის დროს (Cheringtog C., Stears J., Hodges J., 1976).
Synonym: ხიდის ვენტრალური სინდრომი, ცერებრომედულოსპინალური ბლოკი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.