Rus. галлюцинозL. hallutinatio - ბოდვა ფსიქოპათოლოგიური სინდრომი, ხასიათდება კლინიკურ სურათში გამოხატული ჰალუცინაციების სიჭარბით. ჰალუცინაციებს შეიძლება თან ახლდეს ბოდვა. რიბალსკი (Рибальский М.И., 1983) არჩევს ჭეშმარიტ და ორგანულ ჰ-ს. პირველისთვის დამახასიათებელია პათოლოგიური განცდების პროექცია გარეთ, აღქმულ სივრცეში, კავშირი გარე საგნებთან, გაფორმების რეალისტურობა, ჰალუცინაციური სახეების სინამდვილეში არსებობის დაურწმუნებლობა (კრიტიკის შედარებითი შენარჩუნების გამო), აფექტური რეაქცია მათ შინაარსზე; მეორესთვის – პროექცია წარმოდგენილ ან აღქმულ სივრცეში გარე ვითარების ასიმილაციის გარეშე, რეალისტურობის არარსებობა, ავადმყოფთა კეთილგანწყობილი დამოკიდებულება პათოლოგიური განცდებისადმი. გამოყოფენ აგრეთვე ცრუ ჰ–ს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.