A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დ’ დ’ა

დ’ აკოსტას სინდრომი

Rus. д’ Акосты синдром
Gk.
წარმოიშობა მაღალმთიან პირობებში. გამოიხატება ტაქიპნოეთი, ციანოზით, თავბრუსხვევით, თავის ტკივილით, კოორდინაციის, მხედველობის (ჰემერალოპია, ფერების აღქმის დარღვევა) და სმენის დარღვევით. ფსიქიკის მხრივ – აპათია, განურჩევლობა, ეიფორია, ზოგჯერ დეპრესია, ცნობიერების შეცვლა. მიზეზი – ცნს–ის ჰიპოქსია. სახელწოდება დაკავშირებულია ესპანელი იეზუიტი ბერის დ’ აკოსტას (d’ Acosta J.) სახელთან. მან 1590 წელს პერუში აღწერა ეს სინდრომი და მისი აღმოცენება ახსნა მაღალმთიანი ჰავის პირობებში გაიშვიათებული ჰაერის ზემოქმედებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9