Rus. акромегалияGk. akro – კიდური, megalos – დიდი სხეულის დისტალური (მტევნები, ტერფები) და წაზიდული ნაწილების (ნიკაპი, ენა, ცხვირი და წარბზედა ლილვაკები) არაპროპორციული გადიდება ან გამსხვილება. ამავე დროს ადგილი აქვს კანის გაუხეშებას და დანაოჭებას, ჰიპერჰიდროზს და თმიანი საფარველის ზრდის დარღვევას. გვხვდება ჰიპოფიზის დაზიანების (ჯირკვლოვანი ნაწილის ეოზიფილური ადენომა) დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.