A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
აბა აბე აბი აბლ აბნ აბს აბუ

აბსტინენციური სინდრომი ალკოჰოლური ფსიქიკური დარღვევებით

Rus. абстинентный синдром алкогольныйс психическим расстроиствами
აღმოცენდება ყოველი ალკოჰოლური ექსცესის, განსაკუთრებით, მრავალდღიანი ალკოჰოლიზაციის შემდეგ. ტიპურია მშფოთვარე-პარანოიალური განწყობა, მშფოთვარე-დეპრესიული აფექტი, რომელსაც თან ახლავს დაძაბულობა, გაურკვეველი ან კონკრეტული შიშები, მოუსვენრობა, თვითბრალდების და დამოკიდებულების სენსიტიური იდეები. სხვა შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს დაქვეითებულ გუნება-განწყობას სევდის კომპიონენტით, სასოწარკვეთილების გრძნობით, აფექტურ მერყეობას დილის საათებში მდგომარეობის გაუარესებით. როგორც წესი, დეპრესიას თან ახლავს სუიციდური აზრები, ბრალეულობის იდეები და გარშემომყოფთა მიმართ გამღიზიანებლობა. ირღვევა ძილი, ადგილი აქვს კოშმარულ სიზმრებს სხეულის სიმსუბუქის შეგრძნებით ან მოძრაობის ტემპის აჩქარებით. თან ერთვის აკუსტიკური ფენომენები. ხშირად გამოღვიძება ხდება სწრაფად თანდართული შიშის აფექტით. ვეგეტატიურ-სომატური დარღვევები გამოხატულია არამკვეთრად. გამოზარხოშება სისტემატურია დღის ნებისმიერ დროს. ხანგრძლივობა შეიძლება აღწევდეს რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე. აღმოცენდება ალკოჰოლიზმის II და III სტადიაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9