A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შთა

შთაგონება

Rus. внушение
ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების აქტი, რომლის დროსაც გაუცნობიერებელი ფსიქიკური აქტივობის გზით იქმნება მისი რეზერვის ფუნქციურ განვითარებაზე ზემოქმედება. შთაგონება თითქოს გადაძლევს ანტისუგენტიურ ბარიერებს - კრიტიკულ-ლოგიკურს, ინტუიციურ-აფექტურს და ეთიკურს (Лозанов Г., 1971) ამავე დროს შთაგონება რეალიზდება თუ იგი შეესაბამება პაციენტის აზროვნების ლოგიკურ წყობას. ფსიქოთერაპიული ზემოქმედების ემოციურად და ეთიკურად მიუღებელი თეზისები განიდევნება, თვლიან, რომ შ-ს საფუძველია სპეციალური სუგუსიური განწყობა, რომელიც ავადმყოფის პიროვნებასა და გარემოს შორის დამოკიდებულების გამაწოსასწორებელია შ–ის წარმატება დამოკიდებულია როგორც შთაგონებადობაზე, ასევე რეტენციაზე, შ–ის სიმტკიცეზე. რადგან პაციენტი შესაძლოა იყოს შთაგონებული, მაგრამ თვით შ. იყოს არამყარი შ. შეიძლება იყოს პირდაპირი და ირიბი (მნიშვნელობა ენიჭება ამ თუ იმ საგანს, მოვლენას); ჰიპნოზში და ღვიძილის მდგომარეობაში; ვერბალური და მხედველობთი, რომელშიც სპეციალური მნიშვნელობით გამოყენებულია ადამიანთა გამოსახულებები, საგნები, სიტეაციები ჰიპნოზის პროცესში შ-მ შეიძლება გაითვალისწინოს პაციენტის განწყობა ჰიპნოზური სეანსის შემდეგ პერიოდზე (შთაგონება პოსტჰიპნოზური)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9