A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

სა სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სტ სუ სქ სც სწ
სქე

სქესის იდენტიფიკაციის დარღვევები ბავშვებში

Rus. расстроиства идентификации пола у детей
აღნიშნული პათოლოგია ვლინდება პუბერტატულ ასაკამდე და ახასიათებს შემდეგი კრიტერიუმები; გოგონებისთვის: ა) გამოხატული, მყარი უარყოფითი დამოკიდებულება ქალის ტანსაცმლისადმი და სურვილი. ატაროს მამაკაცის ტანსაცმელი, მათ შორის, თეთრეულიც; ან ბ) მყარი უარყოფა ქალის ანატომიური სტრუქტურისა, რაც ვლინდება მტკიცებით, რომ მას აქვს ან სურს ჰქონდეს მამაკაცის სასქესო ასო, ან მჯდომარე მდგომარეობაში მოშარდვის უარყოფა; გ) დარწმუნება, რომ მას არ სურს გაეზარდოს მკერდი და დაეწყოს მენსტრუაცია. ვაჟებისათვის: ა) ქალების საქმიანობით დაკავება, ქალური ჩაცმულობისადმი მიდრეკილება. მამაკაცური მოქმედებების და თამაშების უგულებელყოფა ან (და) ბ) მამაკაცური ანატომიური აღნაგობის მყარი უგულებელყოფა, რაც ვლინდება სურვილით, ან გაიზარდოს და გახდეს ქალი. ან მამაკაცის სასქესო ორგანოები არ ჰქონდეს და გაუქრეს, ან შეხედულებით, რომ ისინი საზიზღრაღ გამოიყურება. აღნიშნული დარღვევების მქონე გოგონების 1/3-ს და ვაჟების 2/3-ს შემდგომში აქვთ ჰომოსექსუალური მიდრეკილებები (LeVine S.B., 1981).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9