A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

სა სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სტ სუ სქ სც სწ
სქე

სქესის იდენტიფიკაციის დარღვევები მოზარდებსა და მოზრდილებში არატრანსსექსუალური ტიპით

Rus. расстроиства идентификации пола у подростков и взрослых нетранссексуального типа
აღნიშნული პათოლოგიის დროს არ წარმოიშობა სურვილი, მოხდეს საწინააღმდეგო სქესისათვის დამახასიათებელი ცვლილებები, მაგრამ გამოხატულია საკუთარი ანატომიური აღნაგობით განპირობებული მყარი დისკომფორტი. გამოვლინდება წარმოსახვით ან რეალურ ცხოვრებაში გამოხატული ტრანსვესტული მიდრეკილებით: დიაგნოსტიკური კრიტერიუმები შემდეგია: ა) საკუთარი სქესობრივი აღნაგობით განპირობებული მყარი ან განმეორებადი დისკომფორტის და არასრულფასოვნების გრძნობა; ბ) არასექსუალური დაკმაყოფილებით განპირობებული მყარი ან განმეორებითი გარდასახვა საწინააღმდეგო სქესში წარმოსახვაში ან რეალურ ცხოვრებაში (შდრ.: ტრანსვესტული ფეტიშიზმი); გ) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ არის გამოხატული საკუთარი ანატომიური თავისებურებების მოცილების და საწინააღმდეგო სქესის ანატომიური თავისებურებების შეძენის დაუძლეველი სურვილი, როგორც ტრანსსექსუალიზმის დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9