A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰეა ჰებ ჰედ ჰეკ ჰელ ჰემ ჰენ ჰეპ ჰერ ჰეტ ჰეფ

ჰეტეუეი-მაკკინლის პიროვნული კითხვარი MMPI

Rus. Хэтеуэя-МакКинли личностный опросник MMPI
(Hataway S., McKinley J., 1946). კლინიკურ ფსიქოლოგიაში გავრცელებული მეთოდი პიროვნების გამოსაკვლევად თვითშეფასების გზით. შედეგების შეფასება რაოდენობრივია, შედეგები ჯგუფდება დეპრესიის, ისტერიის, მანიის, ფსიქოპათიის, შიზოფრენიის, პარანოიის და ა.შ. სკალების მიხედვით. გამოკვლევით მიღებული შედეგები იძლევა ავადმყოფის პოზიციის, მისი პიროვნული პროფილის დახასიათებას. კლინიკაში პიროვნული პროფილი MMPI განიხილება როგორც ფსიქოპათოლოგიური სინდრომის თავისებურებების და არა ნოზოლოგიური მიკუთვნების ასახვა. არსებობს კითხვარის ვარიანტი, რომელიც ადაპტირებული და სტანდარტიზებულია ლენინგრადის ვ.მ. ბეხტერევის სახ. ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში. შედეგების შესაბამასად დგინდება „პიროვნების პროფილი“. არა აქვს ნოზოლოგიურ-დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, სინდრომოლოგიურად ახასიათებს გამოსაკვლევის პიროვნულ თავისებურებებს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9