Rus. анафлаксия психическаяGk. phylaxis – დაცვა ძველი ფსიქოპათოლოგიური სიმპტომების დაბრუნება პირველადად არსებული ავადმყოფური მდგომარეობის გამომწვევის მსგავსი ფსიქოგენიის ზემოქმედების შედეგად. პირველად ფსიქოგენიას აღნიშნავენ როგორც მასენსიბილიზებელ ფაქტორს, მეორადს – როგორც გამააქტივებელს. ტერმინი გამოიყენება ფსიქო-ანალიზში, განსაკუთრებით, ფსიქოსომატური დაავადებების მკურნალობის დროს. მაგ., ფსიქოანალიტიკოსი ბრონქული ასთმის პირველად მიზეზად მიიჩნევს ახლობელი, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშს (ბავშვებთან ახლოს დაიხრჩო დედა). ეს მოვლენები განიხილება როგორც მასენსიბილიზებელი ფაქტორი. გამააქტივებელი ფაქტორი კი არის სიყვარულის დაკარგვის შიში – ცოლის მუქარა, დატოვოს ავადმყოფი (Campbell R.J., I981)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.